საქართველოს სამეცნიერო საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (GRENA) წარმოადგენს Pearson VUE-ს მიერ ავტორიზებულ საგამოცდო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროში საერთაშორისო სერტიფიცირებას და მოიცავს 4 მილიონზე მეტ საერთაშორისო გამოცდას ელექტრონულ ფორმატში. დღეისათვის Pearson VUE აერთიანებს 5200 ავტორიზებულ საგამოცდო ცენტრს 165 ქვეყანაში, რომელთა ძირითადი დანიშნულებაა საერთაშორისო გამოცდების მიწოდება ელექტრონულ ფორმატში ყველა იმ დაინტერესებული პირისადმი, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს წამყვანი IT ორგანიზაციების საერთაშორისო სერტიფიკატი. ასეთ ორგანიზაციებს მიეკუთვნება: Cisco®, CompTIA®, Citrix®, Novell® და მრავალი სხვა. დამატებითი ინფორმაცია Pearson VUE–ს საქმიანობის შესახებ და ყველა ხელმისაწვდომი გამოცდის ჩამონათვალი იხილეთ Pearson VUE–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.pearsonvue.com.
ჩვენი საგამოცდო ცენტრის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ელექტრონული გამოცდის ჩაბარებაზე, რომელიც ჩამოთვლილია Pearson VUE–ს გამოცდების ნუსხაში.
ასევე ჩვენ ვუზრუნველყოფთ უკვე რეგისტრირებული კანდიდატებისთვის გამოცდის ჩატარებას ჩვენს ოფისში (იხ. მისამართი კონტაქტი). იმისათვის, რომ დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ გამოცდაზე უნდა მობრძანდეთ ჩვენსოფისში და გაიაროთ რეგისტრაციისთვის აუცილებელი პროცედურა. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ყველა ელექტრონული გამოცდა, რომელსაც მოიცავს Pearson VUE, ფასიანია და ღირებულებას ადგენს ის ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის ეს გამოცდა. თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გაიგოთ თქვენთვის სასურველი გამოცდის ღირებულება Pearson VUE–ს ვებ–გვერდზე.
ზოგიერთ შემთხვევაში გამოცდების მომწოდებლები აწესებენ სპეციალურ ფასდაკლებებს თავის ტესტებზე. თუ თქვენ გაგაჩნიათ ასეთი ფასდაკლების ვაუჩერი, მისი წარდგენის შემთხვევაში ეს ფასდაკლება ავტომატურად იმოქმედებს და ღირებულება შემცირდება ვაუჩერში განსაზღვრული ოდენობით. (ფასდაკლების პოლიტიკაზე იხ. www.pearsonvue.com/vouchers).
ნებისმიერი გამოცდის საფასურის გადახდა ხორციელდება ელექტრონულად, ამიტომ სასურველია გამოცდის რეგისტრაციის დროს თან იქონიოთ პირადი საკრედიტო ბართი (Visa, MasterCard). იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაგაჩნიათ საკრედიტო ბარათი, თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ გამოცდის საფასური GRENA-ს ანგარიშზე და გამოცდის რეგისტრაციისას ეს თანხა ჩაირიცხება Pearson VUE-ს ანგარიშზე. მაგრამ ამ შემთხვევაში გამოცდის ჩაბარების მსურველი ვალდებულია დაფაროს აღნიშნულ გადარიცხვასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით გათალისწინებული ყველა გადასახადი, რაც შეადგენს გადასარიცხი თანხის დაახლოებით 30%. აღნიშნული დამატებითი გადასახადის თავიდან ასაცილებლად GRENA-ს რეკომენდაციაა გამოცდის საფასურის გადახდა მოხდეს პირადი საკრედიტო ბარათის მეშვეობით.
