CCIP (Cisco Certified Internetwork Professional) წარმოადგენს CISCO-ს professional დონის კურსს, რომელიც ორიენტირებულია ინტერნეტ სერვის პროვაიდერის ქსელში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების შესწავლაზე.
ამ კურსის საშუალებით სტუდენტი ღებულობს პროფესიული დონის ცოდნას ქსელის ისეთ პროტოკოლებზე როგორებიცაა: BGP v4, MPLS, QOS. ამ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს შეუძია აიღოს CCNA ერთ–ერთი შემდეგი პროფესიული დონის სერტიფიკატი CCIP.
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს CISCO-ს რეალურ აპარატურასთან და მის გასავლელად აუცილებელია სტუდენტს ქონდეს CCNA კურსის შესაბამისი ცოდნა ან პრაქტიკული გამოცდილება CISCO-ს აპარატურასთან მუშაობის, ხოლო კურსის გავლის შემდეგ CCIP-ს გამოცდაზე გასასვლელად CCNA სერტიფიკატის ქონა აუცილებელია. CISCO-ს CCIP კურსი შედგება 4 მოდულისაგან : ROUTE, BGP, MPLS, QOS. ჩამოთვლილი მოდულებიდან ROUTE წარმოადგენს საერთო მოდულს როგორც CCNP ასევე CCIP-სთვის, ამგვარად იმ სტუდენტებს ვისაც აქვთ გავლილი CCNP კურსის მოდული ROUTE , მისი ხელმეორედ გავლა არ არის აუცილებელი. CCIP კურსის ყველა მოდული არის დამოუკიდებელი , რაც იმას ნიშნავს რომ არ არის აუცილებელი რომელიმე მოდულის სხვაზე ადრე სწავლა, მაგრამ რეკომენდირებულია სასწავლო მასალის უკეთესად ათვისებისათვის სტუდენტმა ჯერ შეისწავლოს ROUTE, ხოლო შემდეგ ნებისმიერი სხვა მოდული . ამ მომენტისთვის ჩვენი აკადემია გთავაზობთ CCIP კურსის 2 მოდულს : BGP და MPLS ( რაც შეეხება ROUTE-ს, იგი ისწავლება ჩვენი აკადემიის CCNP კურსში).
აღნიშნული კურსი არ წარმოადგენს CISCO-ს აკადემიის ოფიციალურ კურსს.
BGP (Border Gateway Protocol v4)
MPLS (Multiprotocol Label Switching)