Cisco-ს ქსელური აკადემია წარმოადგენს დისტანციური სწავლების მასშტაბურ პროგრამას, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიძინონ მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. 1997 წლიდან ქსელური აკადემია ყოველწლიურად უშვებს 600 000-ზე მეტ სტუდენტს 160 ქვეყანაში. ელექტრონული სასწავლო მასალებისა და ტესტების, ასევე პრაქტიკული მეცადინეობებისა და ინტერაქტიული ინსტრუმენტების საშუალებით ქსელური აკადემიის სტუდენტები იძენენ მაღალი დონის ცოდნას კომპიუტერული ქსელის ინსტალაციასა და მის შემდგომ მხარდაჭერაში. Cisco-ს ქსელური აკადემია მოიცავს სხვადასხვა კურსებს, რომლებიც მორგებულია სტუდენტების განსხვავებულ ინტერესებსა და მიზნებზე. აკადემია უზრუნველყოფს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას სასწავლო კურსში არსებული პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით, რაც ეხმარება სტუდენტებს უკეთ მოემზადონ გამოცდისთვის Cisco-ს სერთაშორისო სერიფიკატის მისაღებად.
Cisco ახორციელებს სპეციალისტების სერტიფიცირებას სხვადახვა დონის საერთაშორისო გამოცდების საშუალებით, რომლებიც იერარქიულადაა მოწყობილი და ამ იერარქიის პირველ დონეს წარმოადგენს სწორედ CCNA სერტიფიკატი (დამატებითი ინფორმაციისთვის სერიფიცირებაზე იხ. Cisco-ს სერტიფიკატები).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Cisco-ს ქსელური აკადემია თავის სტუდენტებს ავტომატურად არ ანიჭებს CCNA სერტიფიკატს. იგი მხოლოდ გასცემს სერტიფიკატს აკადმიის კურსის დამთავრების შესახებ და აღმასრულებელი ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ წერილს. Cisco-ს საერთაშორისო სერტიფიკატების მისაღებად საჭიროა შესაბამისი გამოცდების ჩაბარება რომელიმე ავტორიზებულ საგამოცდო ცენტრში. აღნიშნული საგამოცდო ცენტრის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ-გვერდზე - Pearson VUE-ს საგამოცდო ცენტრი.
ამჟამად ჩვენი აკადემია გთავაზობთ ორ CCNA (Cisco Certified Network Associate) კურსს:
ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია CCNA კურსებზე სწავლის პირობების, ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით