Cisco–ს ქსელური აკადემია გთავაზობთ CCNP (Cisco Certified Network Professional) კურსს, რომელიც წარმოადგენს Cisco–ს სერტიფიცირების მე–3 დონის კურსს და განკუთვნილია ყველა იმ სტუდენტებისთვის, ვინც დაინტერესებულია კორპორატიული ქსელების მართვის უნარჩვევების გაღრმავებაში და ამ სფეროში კარიერულ ზრდაში. აღნიშნული კურსი ეხმარება სტუდენტებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოიპოვონ პროფესიონალური ცოდნა და შესაბამისი სტატუსი, ასევე ეს კურსი განკუთვნილია ყველა იმ პიროვნებისთვის, ვინც გეგმავს CCNP სერტიფიკატის მოპოვებას. CCNP კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს ასევე პრაქტიკულ ლაბორატორიულ სამუშაოებს, რომელთა საშუალებითაც სტუდენტი შეიძენს გაღრმავებულ ცოდნას და უნარჩვევებს ქსელის მარშრუტიზაციის, ჩართვა–ინსტალაციის და ქსელის შემდგომი მართვის–პრობლემების აღმოფხვრის საკითხებში. CCNP კურსი წარმოადგენს CCNA კურსის შემდგომ ეტაპს, რომელიც მომზადებულია ყველა იმ სამუშაო მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც ასოციირებულია პროფესიონალური დონის სამუშაო როლთან თანამედროვე კორპორატიულ ქსელებში როგორიცაა: ქსელის ინჟინერი, ქსელის ადმინისტრატორი, სისტემური ინჟინერი, ქსელის კონსულტანტი.
CCNP კურსი შედგება სამი ნაწილისგან (მოდულისგან):
CCNP ROUTE: Implementing IP Routing
CCNP SWITCH: Implementing IP Switching
CCNP TSHOOT: Maintaining and Troubleshooting IP Networks
აღნიშნული მოდულებიდან პირველი ორი არის დამოუიკიდებელი კურსები და მათ გასავლელად არანაირი წინაპირობა არ არსებობს. რაც შეეხება მე–3 მოდულს, მისი გავლისთვის აუცილებელია, რომ სტუდენტს ქონდეს გავლილი ორივე ROUTE და SWITCH მოდულები. CCNP კურსზე სწავლისთვის არ არის აუცილებელი სტუდენტს ქონდეს აღებული CCNA სერტიფიკატი, მაგრამ აუცილებელია, რომ მას ქონდეს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობაში.
