skip to content

CCNA Security კურსზე სწავლის პირობები

კურსის ხანგრძლივობა, სტრუქტურა და ღირებულება

CCNA Security–ს კურსი შედგება 1 სემესტრისგან და მოიცავს 50 აკადემიურ საათს, აქედან პრაქტიკული მეცადინეობა ითვალისწინებს მინიმუმ 15 აკადემიურ საათს. მთლიანად კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2–3 თვეს. სწავლის ღირებულება არის 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. სტუდენტები და მოსწავლეები ღებულობენ 20% ფასდაკლებას.

 

სასწავლო მასალისა და პრაქტიული მეცადინეობების შესახებ

სწავლის კურსი მოიცავს მინიმუმ 15 საათს პრაქტიკულ მეცადინეობას. სტუდენტები მუშაობენ Cisco–ს რეალურ ქსელურ აპარატურასთან. მეცადინეობები ტარდება კვირაში 3–ჯერ. თეორიული მასალა და ყველა ტესტი/გამოცდა წარმოდგენილია ელექტრონულ ფორმატში მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ამიტომ ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა ქსელურ აკადემიაში სწავლის დასაწყებად.

 

წერითი ტესტი ინგლისურ ენაში

რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ ავტომატურად ხდებით Cisco–ს ქსელური აკადემიის აბიტურიენტი. ამის შემდეგ თქვენ დაგიკავშირდებიან და შეგატყობინებენ წერითი ტესტის კონკრეტულ თარიღსა და დროს. აღნიშნლი ტესტი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემოწმდეს თქვენი ცოდნის დონე ინგლისურ ენაში. აღნიშნული წერითი ტესტი უფასოა და მისი გავლა აუცილებელია ყველა აბიტურიენტისთვის.

 

სწავლის საფასურის გადახდის პირობები

წერითი ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ აბიტურიენტი ავტომატურად ხდება Cisco–ს ქსელური აკადემიის სტუდენტი. მან უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური მეცადინეობის დაწყებიდან პირველი 15 სამუშაო დღის განმავლობაში. თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის მითითებულ თანხას, მას შეუწყდება Cisco–ს ქსელურ აკადემიაში სწალის გაგრძელების უფლება.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: dima@grena.ge