skip to content

სწავლის პირობები

კურსის ხანგრძლივობა, სტრუქტურა და ღირებულება

CCNA კურსი შედგება 4 სემესტრისაგან, თითო სემესტრის ხანგრძლივობა 70 აკადემიურ საათს შეადგენს, სულ 280 აკადემიური საათი. ოთხი სემესტრიდან თითოეული ითვალისწინებს მინიმუმ 22 აკადემიურ საათ პრაქტიკულ მეცადინეობას.
მთლიანად კურსის ხანგრძლივობა 6 - 7 თვეს შეადგენს.
სასწავლო კურსის ღირებულება შეადგენს 500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში. მოსწავლეები და სტუდენტები ღებულობენ 20% ფასდაკლებას, ასევე, სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები ღებულობენ 80% ფასდაკლებას CCNA გამოცდაზე.

 

სასწავლო მასალისა და პრაქტიკული მეცადინეობების შესახებ

ოთხი სემესტრიდან თითოეული შეიცავს მინიმუმ 22 აკადემიურ საათ პრაქტიკულ სამუშაოს. სტუდენტები მუშაობენ Cisco-ს და სხვა რეალურ ქსელურ აპარატურასთან. ისინი სწავლობენ რეალური დავალებების პრაქტიკული განხორციელებით და იღებენ გამოცდილებას, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია ქსელური ტექნოლოგიის სფეროში.
ლექციები ტარდება ქართულ ენაზე კვირაში 3–ჯერ. თეორიული მასალა და ყველა ტესტი/გამოცდა წარმოდგენილია ელექტრონულ ფორმატში მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ამიტომ ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა ქსელურ აკადემიაში სწავლის დაწყებისთვის.

 

წერითი ტესტი ინგლისურ ენაში

რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ ავტომატურად ხდებით Cisco–ს ქსელური აკადემიის აბიტურიენტი. ამის შემდეგ თქვენ დაგიკავშირდებიან და შეგატყობინებენ წერითი ტესტის კონკრეტულ თარიღსა და დროს. აღნიშნული წერითი ტესტი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემოწმდეს თქვენი ცოდნის დონე ინგლისურ ენაში.
აღნიშნული წერითი ტესტი უფასოა და მისი გავლა აუცილებელია ყველა აბიტურიენტისთვის.

 

სწავლის საფასურის  გადახდის პირობები

წერითი ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ აბიტურიენტი ავტომატურად ხდება Cisco–ს ქსელური აკადემიის სტუდენტი. მას შეუძლია გადაიხადოს სწავლის მთლიანი ღირებულების თანხა სწავლის დაწყებიდან პირველი 15 სამუშაო დღის განმავლობაში ან გადაიხადოს მთლიანი თანხის 25% პროცენტი ყოველი სემესტრის პირველი 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის მითითებულ თანხას მას შეუწყდება Cisco–ს ქსელურ აკადემიაში სწავლის გაგრძელების უფლება.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით