skip to content

Cisco-ს სერტიფიცირების შესახებ

cc-pyramid.gif

Cisco-ს სერტფიცირების სტრუქტურა შედგება სამი ძირითადი დონისგან:

CCNA (Cisco Certified Network Associate),

CCNP (Cisco Certified Network Professional)

CCIE (Cisco Certified Internetwork Expert).

აღნიშნული სტრუქტურის პირველ დონეს და Cisco-ს სერტიფიცირების ბაზისს წარმოადგენს CCNA სერტიფიკატი, რომლის საფუძველზე შესაძლებელია კარიერის შემდგომი ზრდა და უფრო მაღალი დონის სერტიფიკატის მოპოვება. ეს პირველი ეტაპი მოიცავს კიდევ ერთ დმატებით დონეს: CCENT, რომელიც განკუთვნილია კომპიუტერული ქსელების სფეროში მოღვაწე დამწყებთათვის.

მეორე ეტაპს წარმოადგენს CCNP სერტფიკატი, რომლის მიღება შეუძლიათ მხოლოდ CCNA სერტიფიკატის მფლობელებს. მეორე დონის სერტიფიკატის მფლობელს ენიჭება პროფესიონალის ხარისხი.

მესამე და უმაღლესი ეტაპი Cisco-ს სერტიფიკაციის იერარქიაში არის CCIE, რომელიც მის ფლობელს ანიჭებს ექსპერტის ხარისხს. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია Cisco-ს სერტიფიკატების შესახებ იხილეთ www.cisco.com - ზე.