skip to content

ჩვენს შესახებ

საქართველოს სამეცნიერო - საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია - გრენა შეიქმნა 1999 წლის 26 ივლისს და წარმოადგენს რეგისტრირებულ კავშირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად.

გრენას ქსელში ჩართული ორგანიზაციების რაოდენობა აღემატება 130-ს (დაახლოებით ოცი ათასი კომპიუტერი), რომელთა უდიდესი ნაწილი მდებარეობს თბილისში. გრენა აგრეთვე აწარმოებს ინტერნეტის მიწოდების საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისი, ბათუმი და თელავი.

პროექტების განხორციელება მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროკავშირის, NATO-ს სამეცნიერო პროგრამისა და ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით.

* ასოციაცია გრენას მიზანია ერთიანი საინფორმაციო კომპიუტერული ქსელის შექმნა, რომელიც გააერთიანებს საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს, საუნივერსიტეტო საავადმყოფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათი პროგრამებს, რომლებიც მუშაობენ განათლების სფეროში.

* საერთაშორისო ქსელებთან დაკავშირება.

* საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციების საინფორმაციო ქსელებისა და სისტემების განვითარების ხელშეწყობა.

* მომხმარებელთა სწავლება.

* კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება.

* საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.