skip to content

GRENA

NetAcadGlobeHeader.jpg

დღეისათვის თანამედროვე საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე. ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული ტექონოლოგიებისა და მათზე დაფუძნებული ინტერნეტის პოპულარიზაცია ძალზე სწრაფად მოხდა და მოიცვა სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და თითქმის ყველა სხვა საზოგადოებრივი სფერო. ამ გარემოებამ გახადა აქტუალური ისეთი საკითხი, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ახალი პროფესიონალური კადრების მომზადება თანამედროვე ტექნოლოგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

საქართველოს სამეცნიერო საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (GRENA) უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის (მიუხედავათ მისი პროფესიის, ასაკისა თუ მოღვაწეობის სფეროსი) განათლებას და ცოდნის დონის ამაღლებას სხვადასხვა საინტერესო, პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო კურსის მეშვეობით.

ჩვენი ორგანიზაცია წარმოადგენს Cisco-ს მიერ შექმნილი ქსელური აკადემიების სისტემის ერთ–ერთ რეგიონალურ აკადემიას. აღნიშნულ სისტემაში ჩართულია 160 ქვეყანაში არსებული მსგავსი რეგიონალური და ლოკალური აკადემიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მსოფლიოში შექმნილი ციფრული უთანასწორობის შემცირებას საინფორმაციო ტექნოლოგიების პოპულარიზაციის გზით.

გარდა ამისა, ჩვენი ასოციაცია წარმოადგენს Pearson VUE–ს მიერ ავტორიზებულ საგამოცდო ცენტს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალების სერტიფიცირებას ისეთი ცნობილი კომპანიების მიერ როგორიცაა: Cisco, CompTIA, Citrix, Novell და მრავალი სხვა.

 

მიმდინარეობს რეგისტრაცია Cisco–ს აკადემიის შემდეგ კურსებზე:

CCNA Security

CCNP Route - Implementing IP Routing

CCIP - BGPv4

CCNA - რეგისტრაცია ამ კურსზე განახლდება 2012 წლის 1 თებერვლიდან.